Now hiring

Back End დეველოპერი @ Cellfie Mobile

Tbilisi, GEOnsiteFull-timeJob reference REF163K
Apply with ResuMinder

Opens on the employer's site

About this role

სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას Back End დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ამ როლში შენ:

**განავითარებ და მხარს დაუჭერ backend სისტემებს .NET / C# ტექნოლოგიებით;

**დააპროექტებ, დანერგავ და გააუმჯობესებ სერვისებსა და API-ebს;

**იმუშავებ მონაცემთა ბაზებთან (MSSQL და/ან PostgreSQL);

**გააუმჯობესებ backend არქიტექტურას scalability და performance-ის გათვალისწინებით;

**უზრუნველყოფ კოდის ხარისხს - code review, refactoring, clean code პრინციპების დაცვით;

**დანერგავ ლოგირების, მონიტორინგისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებს;

**იმუშავებ მჭიდროდ Web და Mobile დეველოპერებთან;

**აქტიურად ჩაერთვები Agile/Scrum პროცესებში.

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

**Backend/.NET დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

**API-ების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;

**მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

**Unit და Integration ტესტების წერის გამოცდილება;

**Git-თან მუშაობის გამოცდილება;

**CI/CD პროცესების ცოდნა;

**OOP, Microservices, SOLID და Clean Architecture პრინციპების ცოდნა;

**ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და წერის უნარი ინგლისურ ენაზე.

გამოგვიგზავნეთ განაცხადი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი, 2026.

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.

ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ:

• პასუხისმგებლობას (Ownership)

• საქმის ხახრისხიან შესრულებას

• პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია:

• დასახო ამბიციური მიზნები

• თამამად გამოხატო შენი აზრი

• ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი

• ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:

• ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა

• პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"

• სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა

• კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია

• გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

Skills

CEO DepartmentInformation TechnologyNot ApplicableTelecommunications

Ready to apply?

Install the ResuMinder extension and we'll auto-fill the application in seconds — no rewriting.

See how your CV scores