About this role
About Academy of the Digital Industries ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება. როლის მოკლე აღწერა ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ Cloud Computing მენტორს (AWS / Azure), რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, შექმნილს მომავალი Cloud ინჟინრებისა და DevOps სპეციალისტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა გამოცდილი Cloud ან DevOps ინჟინერი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული ცოდნა და დაეხმაროს მათ, ჩამოაყალიბონ ის ტექნიკური საფუძველი, რომელიც საჭიროა თანამედროვე ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სფეროში განვითარებისთვის. მენტორი სტუდენტებს გაუძღვება საბაზისო საინფრასტრუქტურო ცნებებიდან - მათ შორის Linux-ი, ქსელები და უსაფრთხოება - ღრუბლოვანი გარემოების დიზაინის, დანერგვისა და მართვის ეტაპებამდე, წამყვანი ღრუბლოვანი პლატფორმების, როგორიცაა Amazon Web Services (AWS) ან Microsoft Azure, გამოყენებით. ძირითადი მოვალეობები: გულმხურვალედ გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას. წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს, დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები ღრუბლოვანი გამოთვლების საკითხებზე, წამყვანი პლატფორმების - AWS ან Microsoft Azure - გამოყენებით. გადასცეთ სტუდენტებს Cloud ინჟინერიისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა - Linux, ქსელები, ვირტუალიზაცია და კიბერუსაფრთხოება - სანამ გადავლენ ღრუბლოვანი არქიტექტურის შესწავლაზე. უხელმძღვანელოთ სტუდენტებს რეალურ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურის დანერგვის, კონფიგურაციის, სერვერების მართვისა და პრობლემების მოგვარების სავარჯიშოებში. აჩვენოთ საუკეთესო პრაქტიკები ღრუბლოვან არქიტექტურაში - scalability, მონიტორინგი, საცავები, ქსელები, identity management და უსაფრთხოება. წაუძღვეთ პრაქტიკულ ვორქშოფებს, სადაც სტუდენტები რეალური ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებით ააშენებენ და დანერგავენ ინფრასტრუქტურას. გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს კურსის მანძილზე - შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და დაეხმაროთ მათ ტექნიკურ განვითარებაში. მოამზადოთ სტუდენტები საწყისი დონის Cloud და DevOps პოზიციებისთვის, ასევე ისეთი სერტიფიკატებისთვის, როგორიცაა AWS Certified Cloud Practitioner, AWS Solutions Architect – Associate, ან შესაბამისი Microsoft Azure სერტიფიკატები. შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო. იყოთ ინფორმირებული უახლეს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე, DevOps პრაქტიკებზე, ავტომატიზაციის ხელსაწყოებსა და ღრუბლოვანი უსაფრთხოების სტანდარტებზე და სასწავლო გეგმაში მათი ინტეგრაცია. მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: Cloud Computing საფუძვლები Linux Cloud ინჟინრებისთვის ქსელური საფუძვლები (TCP/IP, DNS, VPN) ღრუბლოვანი უსაფრთხოების საფუძვლები Compute, Storage და Networking სერვისები იდენტობისა და წვდომის მართვა (IAM) ინფრასტრუქტურის დანერგვა მონიტორინგი და საუკეთესო ღრუბლოვანი პრაქტიკები DevOps-ისა და ავტომატიზაციის შესავალი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დასკვნითი პროექტი